მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

17 Aug 2021 11:41

საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის განთავსებულ ამცრელ კაბინეტში პედაგოგთა ვაქცინაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე პირადად გაეცნო.


მინისტრის პირველი მოადგილე მიიჩნევს, რომ სასკოლო საზოგადოების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველსაყოფად. ამიტომ მოუწოდებს მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში და ყველა საჭირო რეგულაციების დაცვით, ხელი შეუწყონ ახალი სასწავლო წლის საკლასო ოთახებში დაწყებას. ეკატერინე დგებუაძე ასევე მიესალმება იმ ფაქტს, რომ ვაქცინირებულ პედაგოგთა პროცენტული რაოდენობა მზარდია.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით.



კომენტარები:

ფართი შოპი