„ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა, როდესაც კოშკურაზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები და ვფიქრობთ, რომ ამ სისტემაზე ჩვენ უნდა ვთქვათ უარი, ვინაიდან არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში ასეთი სისტემა და მოდელი აღარ არის. ეტაპობრივად გადავდივართ და უკვე სამ დაწესებულებაში ეტაპობრივად განხორციელდა თანამედროვე ტექნოლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამები. დამონტაჟებული იქნება ვიბრო-სეისმური სენსორები, რომ გათხრის და პერიმეტრთან მიახლოების შემთხვევაში, ინდიკატორებმა გვიჩვენონ რა ხდება და ამავე დროს იქნება დაკავების ჯგუფები“.