მამუკა წოწერია: შეხვედრებზე აშკარაა მოსახლეობის კეთილგანწყობა ჩვენც მათთან ინტენსიური კავშირი გვაქვს და ყოველი მათი მოსაზრება მაქსიმალურადაა გათვალისწინებული

17 Aug 2021 13:53

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში ახდენს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატმა მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმები მოსახლეობას ახალკახათში გააცნო. მამუკა წოწერია ყველა სოფელში განვითარების უკვე შემუშავებული გეგმით შედის.


„ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან ამირან ჩხოლარიასთან ერთად გავმართე ინდივიდუალური შეხვედრები. ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანი ჩვენი ხედვები ზუგდიდის განვითარების თაობაზე, მოსახლეობისგან კი მოვისმინეთ კონკრეტული მოსაზრებები, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ. ახალკახათი გახლავთ სოფელი, სადაც ორი უმნიშვნელოვანესი საავტომობილო გზა უკვე  გავაკეთეთ. ეს გზები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებთან აკავშირებს სოფელს. ამ ეტაპზე წინა პლანზე შიდა საუბნო გზების მოწესრიგება წამოიწია, რასაც უახლოეს გეგმებში ავსახავთ.შეხვედრებზე აშკარაა მოსახლეობის კეთილგანწყობა. ჩვენც მათთან ინტენსიური კავშირი გვაქვს და ყოველი მათი მოსაზრება მაქსიმალურადაა  გათვალისწინებული როგორც სოფლის, ასევე მუნიციპალური განვითარების გეგმაში! - აცახდებს მამუკა წოწერია.


მერობის კანდიდატი სოფელში ფერმერ მერაბ წარიასაც შეხვდა, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით სრულიდ უფასოდ გააშენა მოცვის პლანტაცია, ამჟამად  კი კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამის იაფი კრედიტის დახმარებით სამაცივრე მეურნეობას აშენებს, ასევე ამავე პროგრამით შეისყიდა თხილის შემგროვებელი ტექნიკა. მამუკა წოწერიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ქართული ოცნების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოდგენს. „ვსტუმრობდით ფერმერ მერაბ წარიას. მან სახელმწიფოს დახმარებით, სრულიად უფასოდ გააშენა მოცვის პლანტაცია. ამჟამად,  სახელმწიფო პროგრამის "იაფი აგრო კრედიტის" დახმარებით სამაცივრე მეურნეობას აშენებს. ამავე პროგრამით  თხილის შემგროვებელი ტექნიკაც შეისყიდა.


სოფლის მეურნეობის დარგში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უმნიშვნელოვანესი პროექტები და პროგრამები განხორციელდა და ეს პროცესი ახლაც  გრძელდება“ - განაცხადა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი