„მთავარი, რაც ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს, არის ჩვენი სახელმწიფო მოწყობის შესაბამისი პარლამენტის არსებობა. ჩვენი სახელმწიფო მოწყობა არის საპარლამენტო ქვეყანა, რომელსაც სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლანენტში მიმდინარეობს.
მისი თქმით, მრავალპარტიული პარლემენტი ვერ მიიღწევა მაღალი ბარიერის პირობებში.
„დაბალი ბარიერი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ყველა სოციალური ჯგუფი წარმოვადგინოთ პარლამენტში, მათი ხმა ისმოდეს პარლამენტში და დისკუსია ყველა საჭირბოროტო საკითხზე მიმდინარეობდეს სწორედ პარლამენტში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.