გიორგი გახარია:„ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება 24 საათი ზეგანაკვეთით მუშაობენ, ფინანსური დანამატებია მათთვის გასაცემი“

17 Aug 2021 20:40

გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ჩოხატაურში გახსნა და მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიას თქმით, ვირუსის გამო წინასაარჩევნო კამპანიის შეზღუდვა არჩევნების გადადებას ნიშნავს.„ყველანი თუ დავიცავთ წესებს და ვატარებთ პირბადეს, მაშინ საარჩევნო კამპანიის გაუქმების რაიმე არგუმენტი არ იარსებებს. მაშინ არჩევნებიც უნდა გადავდოთ - საარჩევნო კამპანიის გარეშე არჩევნები არ არსებობს.“ - განაცხადა გახარიამ.


გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ სიტუაციაში აუცილებელია ფინანსური და მატერიალური წახალისება ექიმებისთვის, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ზეგანაკვეთურად და მაღალი დატვირთვით მუშაობენ. „მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ ექიმებს მივაქციოთ ცოტა მეტი ყურადღება. ეს ხალხი არის ბოლო ხაზი - 24 საათი მუშაობენ და მათ ყურადღების გარდა, სხვადასხვა სახის, მათ შორის მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ. ბევრი ოჯახია საქართველოში, სადაც ოჯახის რამდენიმე წევრი არის ექიმი, ისინი ფაქტობრივად ყველანი ერთად ამ ბრძოლაში არიან ჩართული და ამ ხალხს დახმარება სჭირდება. მათ შორის ფინანსური, ელემენტარული დანამატებია მათთვის გასაცემი - 24 საათი ზეგანაკვეთით მუშაობენ.“ -ამბობს გახარია




კომენტარები:

ფართი შოპი