გახარია: „როგორც იქცევიან, ქვეყანას აბრუნებენ წარსულში, იმ ნაციონალური მოძრაობის შავ-ბნელ წარსულში, რომელსაც თვითონაც უარყოფდნენ და რომლის წინააღმდეგ სამართლიანობის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში!“

17 Aug 2021 20:58

გიორგი გახარიამ დღეს მედიასთან, ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენის მოსახდენად მოსყიდვის ფაქტებზეც ისაუბრა.


„ჩვენ ამ ფაქტებს ყველაფერს ვაფიქსირებთ, აღვრიცხავთ და ხდება ამ ფაქტების სტრუქტურირება. ჩვენ ეს - შეგვიძლია და კარგად ვიცით. მთავარი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის ის არის, რომ დღეს სამწუხაროდ რა მეთოდებითაც ხელისუფლება და ოცნების დღევანდელი ბოსები მოქმედებენ - ამ მეთოდებით ქვეყანას აბრუნებენ წარსულში - ქვეყანას უახლოებენ იმ წარსულს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რეალობა იყო. სხვაობა ბევრი არაფერი არ არის. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და გულგასატეხი.“- ამბობს გახარია

„განა გაკვირვებულია ვინმე ან ვინმეს ეშინია ამ მიყურადებების და განთავისუფლებების, ზეწოლების და მუქარების - არავის არაფრის არ ეშინია - უბრალოდ, სამწუხაროა! ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული პროგრესი გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით,  მათ შორის, არჩევნების ჩატარების მიმართულებით - ახლა როგორც იქცევიან, სისტემურად როგორც იყენებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს - უბრალოდ ქვეყანას აბრუნებენ წარსულში. წინ კი არ მივდივართ, ქვეყანას ვაბრუნებთ წარსულში და წარსული იცით რა არის - ის ნაციონალური მოძრაობის შავ-ბნელი წარსული, რომელსაც თვითონაც უარყოფდნენ, თვითონაც პროტესტი ჰქონდათ და რომლის წინააღმდეგ სამართლიანობის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ცუდი! ჩვენ არ გვინდა წარსულში დაბრუნება!“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი