მიხეილ სარჯველაძე კერძო საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა

18 Aug 2021 19:01

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედ კერძო საექსპერტო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გაიმართა, სადაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საქმეებზე არასრულწლოვან მოწმეთა მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირების აუცილებლობაზე და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ექსპერტის სპეციალიზაციის მნიშვნელობაზე .


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომიტეტი აქტიურად მუშაობს ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციისაგან დაცვა წარმოადგენს.

 

შეხვედრის მონაწილეები, განხილულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებაზე  და იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით მოსაზრებების შემდგომ გაზიარებაზე შეთანხმდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი