ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება

19 Aug 2021 13:36

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელსაც სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ძმის დაკრძალვას დაესწრება.


როგორც „ინტერპრესნიუსს" ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს თბილისის მე-8 დაწესებულებიდან თელავში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ.


„რამდენადაც მე ვიცი, გადაწყვეტილება მიღებულია. ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვას დაესწრება. მას ბადრაგის თანხლებით გადაიყვანენ",- განაცხადა ადვოკატმა.


ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.


შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.


შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.


შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.




კომენტარები:

ფართი შოპი