ნინი წილოსანი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ნიკო თათულაშვილს შეხვდა

19 Aug 2021 16:48

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, ნიკო თათულაშვილს შეხვდა.

 

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარე ამოცანები განიხილეს და სამომავლო ერთობლივი აქტივობები დაგეგმეს.

 

ნინო წილოსანმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველს  საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და  თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოხატა, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა გენდერული გავლენის ანალიზის ინსტიტუციონალიზაცია და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე მუშაობა.

 

თავის მხრივ, ნიკო თათულაშვილმა,  ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით, საბჭოსა და დონორებთან აქტიური კოოპერაციისათვის  მზაობა გამოხატა. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც გენდერული თანასწორობა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და იგი მზადაა ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაღრმავების აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში გენდერული კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას.

 


კომენტარები:

ფართი შოპი