პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია

19 Aug 2021 18:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია. მთავრობის მეთაურმა შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა და წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მოილოცა.

მეუფემ ირაკლი ღარიბაშვილი დალოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი