ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა

19 Aug 2021 18:41

დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელს შორის  სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც ისრაელის საელჩო ახორციელებს საქართველოში. როგორც აღინიშნა, ორივე სახელმწიფოს აქვს კარგი შესაძლებლობა, პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდეს ყველა სფეროში. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.



კომენტარები:

ფართი შოპი