ნიკოლოზ სამხარაძე ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

19 Aug 2021 18:50

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანსისკო კარლოს ბუსტილიო ბონასოს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

  

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, საერთო ინტერესთა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასა და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

„ჩემთვის, როგორც საქართველო-ურუგვაის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელისათვის, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ურუგვაის მთავარი დიპლომატის ვიზიტს თბილისში. საქართველოს და ურუგვაის ბევრი რამ აქვთ საერთო როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამდენად, მნიშვნელოვანია  სხვადასხვა მიმართულებით, ორი ქვეყნის გამოცდილება ერთმანეთს გავუზიაროთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს დონეზე თანამშრომლობის განვითარებაზე. ნიკოლოზ სამხარაძე სტუმარს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა. მხარეებმა მიმოიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.


კომენტარები:

ფართი შოპი