მამუკა ხაზარაძე - ოცნებების და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს

19 Aug 2021 20:05

ოცნებების და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.


მისი განმარტებით, „საქსტატის“ მონაცემით, ქვეყანაში 22.1% უმუშევარია, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია.


„ყოველ 10 დღეში საშუალოდ 500 ადამიანი გვიკვდება კოვიდის გამო! ვაქცინაციის პროცესი ნელა მიდის, საავადმყოფოები გადავსებულია! ქვეყანა ახალი ლოქდაუნის წინაშე დგას.


საქსტატის მონაცემით, ქვეყანაში 22.1% უმუშევარია, რეალურად ეს ციფრი გაცილებით დიდია. სანამ საზოგადოება პასუხს არ მოსთხოვს ამ უუნარო მთავრობას თითოეული გარდაცვლილი მოქალაქის გამო, სანამ უმუშევრები ამ მდგომარეობას არ გააპროტესტებენ ისე, როგორც ეს სხვა ნორმალურ ქვეყნებში ხდება, სანამ ყველა გადასახადის გადამხდელი არ გააპროტესტებს მილიარდობით აღებული ვალის უმიზნო და კორუფციულ ხარჯვას, მანამდე პრეტენზია ქვეყნის ნორმალურ განვითარებაზე ნურავის ექნება.


ოცნებების და ბოლის გამოშვების დრო უნდა დამთავრდეს, ქვეყანას სჭირდება პატიოსანი და რეალური საქმე!“, - წერს ხაზარაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი