ზურაბ აბაშიძე: „ვეცდები მთაწმინდელების ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა ერთად ვიზრუნოთ ჩვენი თბილისის ისტორიული უბნის კეთილდღეობისთვის“

19 Aug 2021 20:21

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. მაჟორიტარობის კანდიდატმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიგა ახვლედიანთან ერთად, შეხვედრა ბროსესა და ჯამბულის ქუჩის მცხოვრებლებთან გამართა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ზურაბ აბაშიძე: „ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვისმენ მოქალაქეების რჩევებსა და სურვილებს. ვეცდები მთაწმინდელების ნდობითაღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა შემდეგ მათთან ერთად ვიზრუნო და ვიშრომო ჩვენი თბილისის ისტორიული უბნის კეთილდღეობისთვის.  მადლობა მინდა ვუთხრა მთაწმინდის მცხოვრებლებს შეხვედრებში მონაწილეობისთვის. თითოეული მათგანისგან იგრძნობა განსაკუთრებული სითბო, მხარდაჭერა და იმედიანი განწყობა“.




კომენტარები:

ფართი შოპი