საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

20 Aug 2021 12:13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებულიოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს.

 


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა 95 228.10 მ 3  სასარგებლო წიაღისეული (ქვიშა-ხრეში). აღნიშნული  უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, თითთქოსდა ქვიშა-ხრეში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიებისგან, სხვადასხვა ადგილზე, რითიც შენიღბა უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის წარმომავლობა და ნამდვილი ბუნება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 95 000 ლარს.გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლისპირველი ნაწილით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სპიკერი თორნიკე ბიბილეიშვილი - საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი.



კომენტარები:

ფართი შოპი