ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან

20 Aug 2021 15:02

ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან და გამომგზავრებას ელოდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


„საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში არიან, ისინი უსაფრთხოდ არიან და ელოდებიან გამოფრენას. სხვა დეტალებს ვერ გეტყვით,“- აცხადებენ უწყებაში.


ცნობისთვის, ავღანეთში სულ 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 6-მა სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე დღის წინ მოახერხა.




კომენტარები:

ფართი შოპი