დღეს, მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

20 Aug 2021 16:39

შეხვედრის მთავარ მიზანს, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.


სამხარეო სამსახურების ხელმძღვანელებმა ინფორმაციები წარმოადგინეს საკურატორო სფეროებში არსებული სიტუაციის შესახებ, განიხილეს მიმდინარე  პროექტები და იმსჯელეს ამ ეტაპისთვის არსებულ აქტუალურ საკითხებზე. 


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ვაქცინაციის პროცესზე, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.


სამუშაო შეხვედრას, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რეგიონალური სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად რწმუნებულის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგლიძე და მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი ესწრებოდნენ.


კომენტარები:

ფართი შოპი