თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა

20 Aug 2021 18:31

თურქეთის შავი ზღვის რეგიონის პროვინციებში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.


მათივე ინფორმაციით, ყველაზე მეტი, 70 ადამიანი კასტამონუს პროვინციაში დაიღუპა, დანარჩენი კი სინოპსა და ბართინში.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამი პროვინცია: სინოპი, კასთამონუ და ბართინი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა.


წყარო:  " ინტერპრესნიუსი"




კომენტარები:

ფართი შოპი