ნიკა მელია - ელენე ხოშტარია გლდანის რაიონში პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

20 Aug 2021 18:46

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გლდანში იმყოფებოდნენ, სადაც ამომრჩევლებს შეხვდნენ.


როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, წელსაც, ისევე როგორც შარშან, გლდანში ოპოზიცია აუცილებლად გაიმარჯვებს.


ელენე ხოშტარია დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში გლდანის რაიონში. ელენესნაირი ენერგიული დეპუტატი და შემდგომ უკვე საკრებულოს თავმჯდომარე სჭირდება გლდანის რაიონს ქომაგად. ამიტომ წარმატებები ელენეს და წარმატებები გლდანის რაიონს", - განაცხადა მელიამ.


პირველივე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია ელენე ხოშტარიაც. მისი თქმით, გლდანმა 2020 წლის არჩევნებზე ძალიან დიდი ბრძოლისუნარიანობა აჩვენა.


„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სიის პირველი ნომერი კი არ ვიყო, არამედ, უშუალოდ ვიყო ამ მებრძოლ ხალხთან ერთად და ამ უბანში დავდოთ გამარჯვების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველივე ტურში გლდანმა გამარჯვება გამოაცხადოს. გამარჯვება არ მოდის მხოლოდ პოლიტიკოსების ხარჯზე, ეს გამარჯვება მოდის ხალხის შემართების და ბრძოლის ხარჯზე და ეს გასულმა წელმაც გვაჩვენა"- განაცხადა ხოშტარიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი