აუცრელი ადამიანებისთვის კორონავირუსის სწრაფი ტესტი ფასიანი გახდება?

20 Aug 2021 20:13

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, თუ გახდება სწრაფი ტესტი ფასიანი.


„ჩვენ არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ ორჯერადად აცრილებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანი იყოს. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნით, ამას სახელმწიფო დააფინანსებს. აი, ვინც არ იქნებიან აცრილები მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით.


ვისაც აცრა ეკუთვნის უკვე გარკვეული დროის შემდეგ (ამას საბჭო დაადგენს, როდის), კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა თავად უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. რა თქმა უნდა, თუ აბსოლუტური წინააღმდეგი ჩვენებაა და ადამიანი ვერ იცრება, მისთვის ისევ უფასო დარჩება ტესტირება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი