სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ

21 Aug 2021 12:47

ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამხედრო ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ექიმებმა სოფელ აგარაში მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.


მასობრივი იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და ვაქცინაციის ხელმისაწვდომობისგაზრდის მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი სამხედრო ექიმებითდაკომპლექტებული მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.


კომენტარები:

ფართი შოპი