მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე ბატალიონი და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები მონაწილეობდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტების კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.
ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა სამხედრო მოსამსახურეების საველე პირობებში მომზადებას ითვალისწინებდა, მეორე ეტაპი ბატალიონის დაგეგმარებისა და საბრძოლო ელემენტების შეფასებას დაეთმო, მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების დასკვნით ფაზას აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე დააკვირდნენ.