„ქართული ოცნება“ „მანკიერ პრაქტიკას“ აგრძელებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს - ვახტანგ კალოიანი

21 Aug 2021 13:52

„მოვუწოდებ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთაც ამ ინფორმაციას მივაწვდით, რომ დროული რეაგირება მოახდინონ, რადგან არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურობის პრობლემა ისევ არ დადგეს და არ გაჩნდეს კითხვები“ -ამის შესახებ ბათუმში ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა


ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება „ქართული ოცნების“ მიერ ჩვეულებრივ სტანდარტად იქცა ჩვენი. საერთაშორისო პარტნიორები „ეუთო/ოდირის“ მისია წინა არჩევნებზე ერთ-ერთ ძირითად პრობლემად სახავდა ზღვარის წაშლას სახელმწიფო ორგანოებსა და მართველ პარტიას შორის, სამწუხაროდ „ოცნება“ დღესაც აგრძელებს ამ მანკიერ პრაქტიკას, ეს არის ამის ნათელი დასაფუტება, სადაც მუნიციპალური საწარმოს ტრანსპორტი, აღჭურვილობა, სკამები, პერსონალი ჩართული არის საარჩევნო კამპანიაში, გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, სამწუხაროდ ამის ფაქტები უკვე ძალიან ბევრია, „ევროპული საქართველო“ მიადევნებს თვალყურს და არც ერთ მსგავს ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს. 


ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რითაც გავაკონტროლებთ ამ საკითხს, ასევე მოვუწოდებ პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, რომელთაც ამ ინფორმაციას მივაწვდით, რომ დროული რეაგირება მოახდინონ, რადგან არჩევნების შემდეგ ლეგიტიმურობის პრობლემა ისევ არ დადგეს და არ გაჩნდეს კითხვები. ყველაფრის მიუხედავად, რასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს და ეცდება, ჩვენ გავიმარჯვებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და საქართველოში მოვა კოალიციური ადგილობრივი თვითმმართველობის დრო, მიუხედავად ხელისუფლების ყველანაირი მცდელობისა, რომ ეს არ მოხდეს“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.


კომენტარები:

ფართი შოპი