დიდუბის გამგეობამ 32 კორპუსის დაზიანებული სახურავი აღადგინა

21 Aug 2021 14:17

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.


გამგეობის თანადაფინანსებით, დიდუბესა და დიღმის მასივში სახურავების რეაბილიტაციის 32 პროექტი განხორციელდა. ბრტყელი და ქანობიანი სახურავების რეაბილიტაციისთვის ჯამში, 370 000 ლარი გამოიყო.


სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორმა კომპანიამ არსებული დაზიანებული თუნუქის სახურავისდემონტაჟი განახორციელა და ახლით ჩაანაცვლა. ასევე,შეიცვალა დაზიანებული წყალსაწრეტი მილები.


ამასთან, მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობა ამხანაგობებში სხვადასხვა სახისპროექტს ახორციელებს,როგორიცაა: წყლისა და წყალარინების ქსელის შეცვლა,კორპუსის გამაგრება,სადარბაზოების შიდა რემონტი, ლიფტების, კიბეებისა და ჭიშკრების შეკეთება და სხვა.




კომენტარები:

ფართი შოპი