"ვაქცინა ხელოვნურად არ შემოჰქონდათ - ივანიშვილს უნდა, ვინც ვერ გააგდო კომბოსტოს საკრეფად გერმანიაში, დახოცოს" - სააკაშვილი

21 Aug 2021 15:05

ვაქ­ცი­ნა ხე­ლოვ­ნუ­რად არ შე­მოჰ­ქონ­დათ - ივა­ნიშ­ვილს უნდა, ვინც ვერ გა­აგ­დო კომ­ბოს­ტოს საკ­რე­ფად გერ­მა­ნი­ა­ში, უბ­რა­ლოდ და­ხო­ცოს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, კერ­ძოდ, ვი­დეო მი­მარ­თვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბას.


რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ხალ­ხის გე­ნო­ცი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ახლა „კეკ­ლუ­ცო­ბის დრო არ არის“.


„დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და კო­ვი­დის­გან 80-მდე ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გუ­შინ, ერთ-ერ­თმა „მუშ­კე­ტერ­მა“ წა­მო­აყ­რან­ტა­ლა არა­ფე­რი ნახ­ტო­მი არ არი­სო, ისი­ნი ცრუ­ო­ბენ! ვე­სა­უბ­რე ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტებს თბი­ლის­ში. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­დაც­დე­ბა 100 ადა­მი­ანს, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავთ ინ­ტუ­ბა­ცი­ა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ხე­ლოვ­ნუ­რად უხან­გრძლი­ვე­ბენ გან­წი­რულ ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლეს. 


სა­ქარ­თვე­ლო არის პირ­ველ ად­გილ­ზე მსოფ­ლი­ო­ში, ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით. თა­ვი­დან არა­ვინ იცო­და ამ ეპი­დე­მი­ის მარ­თვა, მაგ­რამ ხალ­ხმა მსოფ­ლი­ო­ში ის­წავ­ლა ეპი­დე­მი­ის მარ­თვა, შემ­დეგ შე­მო­ვი­და ვაქ­ცი­ნა და აიცრ­ნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში იტყუ­ე­ბოდ­ნენ, რომ მარ­თვა იცოდ­ნენ, ვაქ­ცი­ნა ხე­ლოვ­ნუ­რად არ შე­მო­ი­ტა­ნეს, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით. 

ამას ვამ­ტკი­ცებ სრუ­ლი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით. 


მე თვი­თონ ვუ­შო­ვე ვაქ­ცი­ნა და ამა­ზე თქვა მთავ­რო­ბამ უარი, რამ­დე­ნი­მე სხვა ქვე­ყა­ნამ შეს­თა­ვა­ზა. 

სა­ნამ ძა­ლით არ შე­ტე­ნეს ამე­რი­კე­ლებ­მა, არც იღებ­დნენ ამ ვაქ­ცი­ნას. ხე­ლოვ­ნუ­რად არ შე­მოჰ­ქონ­დათ ვაქ­ცი­ნა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ხალ­ხი იყოს სახ­ლში, ნე­ბის­მი­ე­რი ციფ­რი და­წე­როს. ივა­ნიშ­ვილს უნდა, ვინც ვერ გა­აგ­დო კომ­ბოს­ტოს საკ­რე­ფად გერ­მა­ნი­ა­ში, უბ­რა­ლოდ და­ხო­ცოს. ეს ხალ­ხის გე­ნო­ცი­დია, არა­ფერ შუ­ა­შია ყელ­ყე­ლა­ო­ბა და კეკ­ლუ­ცო­ბა. სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, რა­ზეა სა­უ­ბა­რი.


ხალ­ხო, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნად­გუ­რე­ბენ! სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ომში ერ­თად აღე­ბუ­ლი არ და­ი­ღუ­პა და არ და­ი­ღუ­პე­ბა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი, რამ­დე­ნიც ამ და­ა­ვა­დე­ბის­გან იღუ­პე­ბა, რაც ხე­ლოვ­ნუ­რად არის გა­კე­თე­ბუ­ლი “,- აღ­ნიშ­ნავს სა­ა­კაშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ეს არ არის უნი­ა­თო­ბა და უუ­ნა­რო­ბა, ეს არის შეგ­ნე­ბუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა, სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მკვლე­ლო­ბა.


ცნო­ბის­თვის, დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 4 901 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 74 ადა­მი­ა­ნი.


წყარო:  "ამბები.ge "




კომენტარები:

ფართი შოპი