პარლამენტმა, საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

21 Jun 2018 00:11

პარლამენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" ნდობა 99 ხმით გამოუცხადა. წინააღმდეგი კი 6 წავიდა. 

მთავრობა დამტკიცებულია შემდეგი შემადგენლობით: 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე; 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ნიკოლოზ გაგუა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია; 

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი; 

თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; 

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკანიანი; 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი; 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი; 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მიხეულ ჩხენკელი; 

კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.


კომენტარები:

ფართი შოპი