ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობის საერთო კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა

22 Aug 2021 00:28

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ფოთის მერობის საერთო კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა.


უგულავა საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წარუდგინა. როგორც მელიამ აღნიშნა, გიგი უგულავა გამოცდილი პოლიტიკოსია და მან თბილისის მერობის დროს დედაქალაქი მნიშვნელოვნად წასწია წინ.


„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფოთში არის ძალიან გამოცდილი, მძიმეწონიანი პოლიტიკოსი, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მიიღო განვლილ წლებში. მისი მოწინააღმდეგეებიც, ბიძინა ივანიშვილიც კი ვერ უარყოფს, რომ თბილისი მნიშვნელოვნად, სასიკეთოდ წინ წასწია და ეჭვი არ მეპარება, იგივეს გააკეთებს ფოთში, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. 


მაგრამ მანამდე რეფერენდუმში უნდა მოვიპოვოთ გამარჯვება. გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ ხალხმა. დავივიწყოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. აღარაა ეს პარტიული ბრძოლა, ესაა საზოგადოების ბრძოლა. ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრები ამ ბრძოლაში სხვადასხვა ამპლუით ვართ ჩაბმული“,- განაცხადა მელიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი