სამხედრო ექიმები მოქალაქეების ვაქცინაციის მიზნით სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ

22 Aug 2021 13:59

სამხედრო ექიმები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მოქალაქეთა ვაქცინაციას საცხოვრებელ ადგილზე უზრუნველყოფენ. საქართველოს თავდაცვის ძალების მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ექიმები მაღაროსა და ბოდბეში მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნულ სოფლებში იმუნიზაციის პროცესის მიმართ მოსახლეობამ დიდი ინტერესი ინტერესი და მაღალი აქტიურობა გამოიჩინა.


თავდაცვის უწყების ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან კოორდინაციით, მოქალაქეთა გაზრდილი მიმართვიანობის გამო, სამხედრო ექიმთა ჯგუფი აღნიშნულ სოფლებში უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩავა. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალიაცრილ მოქალაქეებს ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად, პროტოკოლით გათვალისწინებულ დროს შეხვდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით შეიქმნა.


კომენტარები:

ფართი შოპი