მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა.
შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 189.7 მილიონს შეადგენს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17.9 მილიონს აჭარბებს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 38.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.