მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა, ვირუსს დღემდე 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

22 Aug 2021 14:14

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 212 მილიონს გადააჭარბა.


შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 189.7 მილიონს შეადგენს.


მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17.9 მილიონს აჭარბებს.


კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 38.5 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.4 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.


კომენტარები:

ფართი შოპი