ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი, განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე

22 Aug 2021 17:54

უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი, განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი.

 

“რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა უკვე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი. ასევე, ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ ერთობლივად იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი