ხობის მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს შეხვედა

22 Aug 2021 23:46

დღეს, ხობის, ნოჯიხევის და ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამომრჩევლებს ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია, პარლამენტის წევრთან დაჩი ბერაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან ლევან ქავთარაძესთან ერთად შეხვდა.

როგორც ადგილობრივებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: დაიგო გზები, რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, მოეწყო გარე განათებები, სანიაღვრე არხები, გაზიფიცირდა სოფლები. ხობში მოეწყო ცენტალური პარკი და ეს პროექტი უფრო ფართო მასშტაბებში ახლაც გრძელდება, თუმცა მიუხედავად ამისა გამოწვევები მრავლად არის, რომელთა ნაწილი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად არის გადასაწყვეტი. 


მერობის კანდიდატი, მისი არჩევის შემთხვევაში, მოსახლეობას პრობლემური საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადეს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.




კომენტარები:

ფართი შოპი