„ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

23 Aug 2021 00:20

მამუკა წოწერია, მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო გოგოხიასთან ერთად, ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

„ქართული ოცნება" ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს საარჩევნო კამპანიას. დღეს ვიმყოფებოდით ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატ სოსო გოგოხიასთან ერთად გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, შევჯერდით ოდიშის უპირველეს გამოწვევებზე. აღსანიშნავია რომ მოსახლეობა აყენებს პირველად საჭიროებად სანიაღვრე არხების მოწყობის, ასევე არის გარკვეულწილად წყალმომარაგების პრობლემა და ასახვა უახლოეს სამოქმედო გეგმებში მოხდება და მოსახლეობას ეს პრობლემები ეტაპობრივად გადაუწყდება"-განაცხადა მამუკა წოწერიამ.


ოდიშში, ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოფელი სრულად გაზიფიცირებულია,მოეწყო გზის რეაბილიტაცია.




კომენტარები:

ფართი შოპი