ირაკლი ღარიბაშვილი „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

23 Aug 2021 11:45

საქართველოს პრემიერ -მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.


საქართველოს დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში 21 აგვისტოს დაიწყო.


ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური შეხვედრები გამართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.


ასევე გაიმართა მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან.


საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.




კომენტარები:

ფართი შოპი