ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 25 კი რეანიმაციაშია მოთავსებული

23 Aug 2021 14:34

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 22 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს.


„კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, რეანიმაციაში კი 25 პაციენტია. აქედან ერთი განსაკუთრებით მძიმეა, 22 დღის პაციენტი მმართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - აღნიშნავს ჩხაიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი