გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა - მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, გაფართოვდეს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა, ხოლო ტესტირება ყველასთვის იყოს უფასო

23 Aug 2021 14:43

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალი ისაა, რომ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში რეგულაციები გამკაცრდეს, გაფართოვდეს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა და კორონავირუსზე ტესტირება უფასო გახდეს.


როგორც ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში „უმძიმესი ვითარება და ქაოსია“.


„ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა. ის, რაც ხდება, ვერ შეფასდება, რომ რამის მართვა ან ორგანიზება მიმდინარეობს. გვაქვს ქაოსი. ასეთ მძიმე ვითარებას სჭირდება სისტემური მართვა, ანტიკრიზისული მართვა, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად გამოგვიყვანს ამ მდგომარებიდან. სამედიცინო პერსონალი უმძიმეს მდგომარეობაშია - წელიწადნახევარია ფაქტობრივად 24/7 რეჟიმში მუშაობს. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის ერთადერთი - ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში უნდა გამკაცრდეს რეგულაციები, რომ გადაცემის ჯაჭვი შეწყდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდეს ვაქცინაციის შესაძლებლობა და ხელმისაწვდომობა, ასევე ტესტირების შესაძლებლობა - ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასო ტესტირება, რომ დროულად მოხდეს ინფიცირებულთა გამოვლენა. სანამ ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობით დაახლოებით 60%-იან ნიშნულს არ მივაღწევთ, მანამდე ძალიან რთული იქნება რეგულაციების მოხსნა, რადგან ფატალური ვითარება გვაქვს“,- განაცხადა ვაშაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი