ერთადერთი შანსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დარჩა ამ არჩევნებზე, არის ჩვენი მოქალაქეების პასიურობა - აკაკი ბობოხიძე

23 Aug 2021 16:32

თითოეულ მოქალაქეს მივმართავ, მოვიდეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.


„ყველა თვენგანმა იცით თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს 2 ოქტომბრის არჩევნებს, რომელმაც შეიძინა რეფერენდუმის შინაარსი და ამ რეფერენდუმზე პარტიების კოორდინირებით, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის საფუძვლის ჩაყრა მოხდება, ოღონდ ამას სჭირდება ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობა, 2 ოქტომბრის რეფერენდუმი ვერ შედგება საქართველოს მოქალაქეების აქტიურობის გარეშე. ერთადერთი შანსი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დარჩა, ეს არის ჩვენი მოქალაქეების პასიურობა. ამიტომ, თითოეულ მოქალაქეს ვპირდებით, რომ ოპოზიციური პარტიები ყველაფერს გავაკეთებთ მიუხედავად ასაკისა, ჯანმრთელობისა, თვქენი მდგომარეობისა, მოგცეთ საშუალება, თქვენი სურვილის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ. თითოეულ მოქალაქეს მივმართავ, მოვიდეს, ხმა მისცეს მას, ვისაც სურს, მაგრამ არა „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ გზა არ არის ქვეყნის განვითარების გზა. ბუნებრივია, ჩვენი მოწოდება და სურვილია, პირველ რიგში, ეს მხარდაჭერა ჰქონდეს „ევროპულ საქართველოს“.


„ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც არასდროს ატყუებს თავის ამომრჩეველს და საქართველოს არცერთ მოქალაქეს, ჩვენ ვართ გულწრფელები საქართველოს მოქალაქეებთან და რაც მთავარია, „ევროპული საქართველო“ არის ამ ბრძოლაში ყველაზე პრინციპული, მიზანდასახული და ეს არის გუნდი, რომელიც ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა ბობოხიძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი