დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე მოკვლევა მიმდინარეობს.
როგორც იმნაძე აღნიშნავს, „100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“.
„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა. ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“, - აღნიშნავს იმნაძე.
ცნობისთვის, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.