პაატა იმნაძე სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე - ამ ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს, 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს

23 Aug 2021 17:13

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულის გარდაცვალებაზე მოკვლევა მიმდინარეობს.


როგორც იმნაძე აღნიშნავს, „100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“.


„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკლევა. ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს“, - აღნიშნავს იმნაძე.


ცნობისთვის, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.




კომენტარები:

ფართი შოპი