,,დაახლოებით ერთი თვის წინ რომ დაწყებულიყო არსებული რეგულაციების აღსრულება, ამ რეალობამდე არ მივიდოდით“ - რესტორატორთა ასოციაცია ეპიდ-სიტუაციაზე

23 Aug 2021 18:48

,,ხშირად ვისმენთ, რომ რეგულაციები გამკაცრდა. სინამდვილეში აღსრულება დაიწყო“, - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა.


შოთა ბურჯანაძის თქმით, სახელმწიფოს რომ მონიტორინგი სწორად ეწარმოებინა, დღეს ეპიდ-სიტუაციის გამკლავება, ასეთი პრობლემური არ იქნებოდა.


,,ხშირად ვისმენთ, რომ რეგულაციები გამკაცრდა. სინამდვილეში აღსრულება დაიწყო. დაახლოებით ერთი თვის წინ რომ დაწყებულიყო არსებული რეგულაციები აღსრულება, ამ რეალობამდე არ მივიდოდით. სახელმწიფოს და შრომის ინსპექციას, შესაბამისად რომ აღესრულებინა არსებული კანონები და ნორმები, შესაძლებლობა იარსებებდა, გავმკლავებოდით ეპიდ ვითარებას. 


ის არის და იყო პრობლემა,რომ კანონ დამრღვევების მიმართ რეგულაციები არ აღსრულდა მთელი ამ როის განმავლობაში. 

ეს შეიძლება კრიმინალადაც კი დავაკვალიფიციროთ, ისეთ დღეში ჩააგდო მთელი ქვეყანა“,- ამბობს ბურჯანაძე.




კომენტარები:

ფართი შოპი