თამარ გაბუნია - არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნება - ასეთია მსოფლიო გამოცდილება, თუმცა რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან აცრილი მხოლოდ 10-ია

23 Aug 2021 19:29

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ აცრილ პირებში დაავადების მძიმე ფორმები და გარდაცვალების ერთეული შემთხვევები იქნება. ასეთია მსოფლიო გამოცდილება, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საქართველოში ორჯერადად აცრილი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს.


მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მსგავსი შემთხვევა სწორად და ობიექტურად შეფასდეს.


„ერთეული შემთხვევების გარდა, გვყავს პაციენტები, რომელთაც ვაქცინა ჰქონდათ გაკეთებული და მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახის წევრებს ვირუსი შეეყარათ, მათ არაფერი დაემართათ. ამასთან, რეანიმაციაში მყოფი 3500-ზე მეტი პირიდან მხოლოდ 10 გახლავთ აცრილი. ეს ციფრები მყარად მიუთითებს იმას, რომ ვაქცინა ნამდვილად ეფექტურია სიკვდილსა და ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებისთვის, თუმცა 100%-იანი ეფექტი არცერთ სამედიცინო ჩარევას არ აქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




კომენტარები:

ფართი შოპი