"არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მოსამართლე გამამართლებდა"- საქმე, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემას და იმიჯს სასიკეთოდ წაადგება

23 Jun 2018 23:41

22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხვა ხმაურიანი პროცესების პარალელურად ჟურნალისტ ზაზა სვანაძის  სასამართლო პროცესიც მიმდინარეობდა.


შეგახსენებთ, საქმე ეხებოდა 2018 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ერთ-ერთი ონლაინ გამოცემის ფარგლებში განხორციელებული ტრანსლირებისას, ჯერ რესპოდენტი, ხოლო შემდეგ ჟურნალისტი დააკავეს. პირდაპირი ეთერის ამსახველ ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ინტერვიუ მშვიდ ვითარებაში (დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, )  მიმდინარეობს; ჟურნალისტი არ სცდება  ეთიკის ფარგლებს, არ აკეთებს პოლიტიკურ და სხვა ტიპის მოწოდებებს. ეთერში არ მომხდარა სიძულვილის ენის, ან რაიმე ტიპის ძალადობის ტირაჟირება არც რესპოდენტის მხრიდან. 


თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და პირდაპირ ეთერში აყვანილ ჟურნალისტს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. დღევანდელი კანონდებლობით აღნიშნული  ითვალისწინებს  დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით).


მოსამართლემ  არ გაიზიარა ქვეყნის ძალოვანი უწყების მიერ წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი და დადგენილების გამოტანისას დაეყრდნო ჟურნალისტური საქმიანობის ფუნდამენტურ საფუძველს; შეუფერხებლივ მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია.


მოსამართლემ მკაფიოდ განმარტა, რომ ზაზა სვანაძის დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, პოლიციელთა მიახლოებამ ზურგის არედან წარმოშვა მოულოდნელობის ეფექტი და რომ ინტერვიუ მიმდინარეობდა სრულიად მშვიდ ვითარებაში. ასევე პოლიციელებს სრული შესაძლებლობა ჰქონდათ რესპოდენტისთვის (მოწმისთვის) ჩაებარებინათ უწყება და რომ ზაზა სვანაძე  ვერანაირად ვერ შეუშლიდა ხელს გია კორკოტაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოებას, ხოლო უშუალოდ ინტერვიუს დროს არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა არც რესპოდენტის და მითუფრო ჟურნალისტის დაკავების. 


ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ - ნინო ყანჩაველმა ჟურნალისტ ზაზა სვანაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწვიტა.


"გია კორკოტაშვილი პირველად ვნახე 36 წლის ასაკში პირადად და მასთან არაოფიციალური კომუნიკაცია არც მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გიას ხისტი გამოხატვის ფორმები ბევრისთვის ცნობილია, მშრალ ფაქტს ავღნიშნევ, იმ დღეს ის იყო უჩვეულოდ მოზომილი და კორექტული ეს არ არის ჩემი შეფასება, არსებობს ჩანაწერი, რომელი ჩანაწერიც ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს. მე მოსამართლეს შევახსენე, რომ თუ ის არაობიექტურ გადაწყვეტილებას დამაკისრებდა ეს არ იქნებოდა მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემა, რამეთუ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებდი ქვეყნის ყველა ისტანციაში, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში და აფგან მუხთარლის შემდეგ, როდესაც საქართველოს, როგორც მოპასუხე მხარის მისამართით მთელი რიგი კითხვები წამოვიდა, იგივე განმეორდებოდა ჩემს შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები ჩემს სასარგებლოდ მეტყველებდნენ, მაინც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მოსამართლე გამამართლებდა, ვფიქრობ, რომ ასეთი საქმეები არა ერთეულ ადამიანებს, ქვეყნის სასამართლო სისტემას და იმიჯსაც კი წაადგება."- განმარტავს ზაზა სვანაძე.





კომენტარები:

ფართი შოპი