აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა

23 Aug 2021 20:19

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


სააგენტო წერს, რომ ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ორი დოზის 16 წლიდან ასაკის პირებში გამოყენება დაამტკიცა.


აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ის სახელწოდებით გაიყიდება.


აღსანიშნავია, რომ „ფაიზერი“ პირველი ვაქცინაა, რომელსაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მიანიჭა, აქამდე კი მას, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების მსგავსად მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.


ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით „ფაიზერით“ აშშ-ში დღემდე 204 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი.


წყარო:   "ინტერპრესნიუსი"


კომენტარები:

ფართი შოპი