ელენე ხოშტარიამ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

23 Aug 2021 21:03

23 აგვისტოს პარტია “დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის N2 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, დიმიტრი დარჩია წარადგინა. ბათუმის N2 ოლქი მანთაშევის ბონისა და ჭაობის დასახლებებს მოიცავს.


ელენე ხოშტარია: “მე მიხარია, რომ “დროას” ბათუმის მეორე ოლქში ეყოლება ძალიან ღირსეული და პრინციპული კანდიდატი, რომელიც მოდის 2020 წლის არჩევნების ძალიან პრინციპული და ღირსეული ბრძოლიდან. სწორედ ასეთი ბრძოლის შემართებით შევა ის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის მეორე ოლქში.


ბრიფინგზე დიმიტრი დარჩიამ ისაუბრა კამპანიის გეგმებზე.  იგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნებზე დაიცავს თითოეულ ხმას. “დროას” კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ყველა ოპოზიციურ პარტიას, ბათუმში მიღწეული შეთანხმებისათვის.


დიმიტრი დარჩია: “ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მე მაქვს იმ ადამიანების იმედი, რომლებიც ელიან ცვლილებებს, ყოველდღე გვეუბნებიან, რომ ეს მმართველობა და რეჟიმი უნდა დასრულდეს.”


წარდგენასთან ერთად, ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის 70 ნომერში  “ელენე ხოშტარია-დროას” ოფისიც გაიხსნა, რომელიც მიიღებს ნებისმიერ მსურველს.




კომენტარები:

ფართი შოპი