პანკისში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

24 Aug 2021 13:10

კახეთის რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, პანკისში სპეცოპერაცია წუხელ ჩატარდა. 2 პირი სოფელ დუისში, 3 კი ქორეთში დააკავეს.


ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


როგორც სუს-ში აღნიშნავენ, გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.





კომენტარები:

ფართი შოპი