სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რატომ არ აკეთებს გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ თემებზე განცხადებებს

24 Aug 2021 13:50

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რატომ არ აკეთებს პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ თემებზე კომენტარს.


როგორც ჩიხლაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიამ წინასაარჩევნოდ ახალი სტრატეგია შეიმუშავა.


„დიახ, ეს ახალი სტრატეგიაა. 30 აგვისტოდან ვაპირებთ საარჩევნო კამპანიის გახსნას და მანამდე ზედმეტ განცხადებებს არ ვაკეთებთ. გიორგი ვაშაძე ჩართული არის სტაბილურ მუშაობაში და დაგეგმარებაში. 30 აგვისტოდან გააქტიურდება ყველა ჩვენი ლიდერი. 

ეს ჩვეულებრივი სტრატეგიის ნაწილია. 

30 აგვისტოს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და კომენტარებსაც გავაკეთებთ“, - განაცახადა ჩიხლაძემ.


ინფორმაციისთვის, ბოლო პერიოდში გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ საკითხებზე კომენტირებისგან თავს იკავებს და მხოლოდ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს.




კომენტარები:

ფართი შოპი