სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს წილკანისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განუცხადა. ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ეკლესია წმინდა სინოდის წევრებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებს