„ხელისუფლება წლების განმავლობაში ხარჯავს საბიუჯეტო თანხებს, რომელსაც ხალხისთვის ეკონომიკური და სოციალური ეფექტი არ გააჩნია“ - გიორგი ნონიაშვილი

24 Aug 2021 15:10

„გაფლანგული ფული ხშირად კორუფციულ ნიშნებს შეიცავს“ - ამის შესახებ ჩუღურეთის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა უსარგებლო სახელმწიფო პროექტებსა და ბიუჯეტის ფლანგვის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.


„სახელმწიფო სახსრების ფლანგვის თვალსაჩინო მაგალითები არსებობს თითოეულ მუნიციპალიტეტში. მაგალითად: 

მალთაყვის სანაპიროს უფუნქციო ზოლზე ფოთის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი დაიხარჯა. 


სოფელ ქვილიშორში წყლის სისტემის სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა (52 500ლ.). წყლის საწნევო კოშკი ჩამოინგრა. 


მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ სამუშაოები ჩაიბარა  და ხელახლა აპირებს ფულის დახარჯვას. ზუგდიდის ყინულის მოედნის ორჯერ მშენებლობასა და დემონტაჟზე მთავრობამ 8 მლნ დახარჯა. ახალციხის მერიამ 200 000 ლარი დახარჯა უსახლკარო მოქალაქეების ღამის გასათევი თავშესაფრის მოსაწყობად. 


მას შემდეგ შენობა დაკეტილია. 


ხარაგაულის ყოფილმა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა 2016 წელს გახსნა მისი ბრძანებით გარემონტებული ამფითეატრი, რომლის რეაბილიტაციაც ადგილობრივ ბიუჯეტს 449,999 ლარი დაუჯდა. 

შენობა ამორტიზებული გახდა რემონტიდან მალევე.


ხშირად, მუნიციპალიტეტების მიერ გაფლანგული ხარჯები ეკონომიკური და სოციალური ეფექტის არ მქონე პროექტებში აღემატება სოციალური, ვეტერანთა, შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა სოც. დაცვის, დევნილთა მხარდაჭრისა და სოციალური საცხოვრისის პროგრამის ჯამურ ხარჯებს.“ - განაცხადა ნონიაშვილმა.




კომენტარები:

ფართი შოპი