„სამწუხაროდ დასავლეთის მხრიდან კრიტიკული განწყობილებები უფრო და უფრო იზრდება“ - გიორგი ნონიაშვილი შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება

24 Aug 2021 15:50

„ხელისუფლება კრიზისს კიარ მუხტავს, პირიქით საშინაო მდგომარეობას ურევს და სამწუხაროდ საკუთარ მეგობარ, პარტნიორ ქვეყნებს კარგავს.“ - ამის შესახებ ჩუღურეთის მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა „მიშელის და ევროკავშირის პოზიცია ჩვენთვის აქამდეც ცნობილი იყო მათ შორის 25 ივლისის ცნობილი განცხადებით , რომელმაც შეაფასა მიშელის შეთანხმების შემდგომი პროცესები და ხელისუფლების ქმედებები, „ევროპული საქართველოს“ პოზიციაა, რომ არასწორია ოპოზიციისა და ხელისუფლებისკენ ერთდოულად და თანაბრად თითის გაშვერა მაშინ, როცა ხელისუფლება არ ასრულებს შეთანხმებებს, მიუხედავად ამისა ევროკავშირის პოზიცია არის კრიტიკული და როგორც ხედავთ დასავლეთის მხრიდან ეს განწყობილებები უფრო და უფრო იზრდება სამწუხაროდ, ეს სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება კრიზისს კიარ მუხტავს, პირიქით საშინაო მდგომარეობას ურევს და სამწუხაროდ საკუთარ მეგობარ, პარტნიორ ქვეყნებს კარგავს.“ - განაცხადა ნონიაშვილმა



კომენტარები:

ფართი შოპი