გიორგი ღიბრაძე - ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს

24 Aug 2021 17:01

ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, რათა მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს.

 

„ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, იმისთვის, რომ დაგეგმილი არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხოდ გაიმართოს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. მიმდინარეობს მუშაობა პროტოკოლებზე, მათ შორის დამკვირვებლების ჩამოსვლის პროტოკოლებზე და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი იქნება ისე დაგეგმილი, რომ მომავალმა არჩევნებმა რაც შეიძლება უსაფრთხოდ ჩაიაროს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი